ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალში დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო - რას აცხადებენ პოლიტიკოსები - Palitra News

ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალში დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო - რას აცხადებენ პოლიტიკოსები

2026-07-31 09:26:48+04:00

ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალში დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. დე ფაქტო უწყების მტკიცებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ნაურუს შორის თანამშრომლობის განვითარებას საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ. საკითხი პოლიტიკური შეფასებების საგანიც გახდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნაურუს მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმება დასავლელი პარტნიორების დახმარებით მოხდა. თვლიან, რომ თუ ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან არ ითანამშრომლებს, ნაკლებად შესაძლებელი იქნება, სხვა ქვეყნებმაც უკან გაიწვიონ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. საპირისპოს ამტკიცებენ მმართველ გუნდში. ხელისუფლება გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს.