საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრების ჩაქრობის ოპერაცია გრძელდება - Palitra News

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრების ჩაქრობის ოპერაცია გრძელდება

2026-07-31 09:28:43+04:00

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრების ჩაქრობის ოპერაცია გრძელდება. ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო ცეცხლი რამდენიმე მიმართულებით ვრცელდება, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის კერებში მეხანძრეებთან ერთად მუშაობენ სამაშველო ჯგუფები და ავიაცია, ხოლო ხელისუფლება მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.