რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე იქნება. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებულ შეფასებებს იწვევს. ქვეყნის მეთაურის განცხადებით, რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანაა. მისი განმარტებით, მინისტრი არსებულ პოსტზე პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ თანამდებობის ცვლილებები ხელისუფლებაში არსებულ კრიზისზე მიუთითებს. მათი განმარტებით, რეგიონში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების ფონზე, რეგიონული განვითარების სამინისტროს გაძლიერება ბევრად მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე მისი გაუქმება. ვინ რას უკავშირებს სამთავრობო ცვლილებებს?! მაშო დიასამიძე გვიამბობს.
რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე იქნება - სამთავრობო ცვლილებები და პოლიტიკური შეფასებები