„ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის მოლოდინში - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის მოლოდინში - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2026-07-31 12:37:16+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ტექნიკურ ყრილობას 250-300 დელეგატი დაესწრება, ხოლო მისი ორგანიზებისთვის უკვე შექმნილია 7-კაციანი ჯგუფი. პოლიტსაბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დასწრებია. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პარტია ფუნქციონირებადი დარჩეს. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები ინტერესს აღარ იწვევს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ზღვარზეა. ცოტნე შაორშაძეს მოვუსმინოთ.