დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა - Palitra News

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

2026-07-31 14:17:32+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატ „ჯივინო სტატის“ შესაძენად სახელმწიფომ იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართავს. პრეპარატი 6 წლიდან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი და გადაადგილების უნარის შენარჩუნებას ემსახურება. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ ერთი მედიკამენტის შემოტანაზეც. მისივე განმარტებით, პროცესი რამდენიმე მიმართულებით გრძელდება და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში მიეწოდება.