საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი ვ. დიაზი ინიშნება, ხოლო პარალელურად ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობებზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. დიაზი წლების განმავლობაში თბილისში აშშ-ის საელჩოს შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა. ამავე დროს, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შეეხება. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ მსგავსი განცხადებები საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გამიზნულად აფუჭებს. ოპოზიციის შეფასებით კი, ვიდრე დასავლეთის კითხვები დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი დარჩება, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ვერ მოხერხდება.