„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, ყრილობა ტექნიკური ხასიათის იქნება და მას 250-300 დელეგატი დაესწრება. მისი თქმით, საორგანიზაციო პროცესისთვის უკვე შექმნილია 7-კაციანი ჯგუფიც. პოლიტსაბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დასწრებია. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, პარტიამ ფუნქციონირება შეუფერხებლად გააგრძელოს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენები საზოგადოების ინტერესს აღარ იწვევს და პარტია სერიოზული შიდა კრიზისის წინაშე დგას.