თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ალფა-PVP“ და „მეფედრონი“. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.