„ჰამასი“ აცხადებს, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულება ისრაელმა უნდა დაიწყოს. დაჯგუფების წარმომადგენლის განმარტებით, შეთანხმების ორივე მხარის მიერ დამტკიცების შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორიდან სამხედრო ძალების გაყვანა უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ კი, თუ შეთანხმება ოფიციალურად დამტკიცდება, „ჰამასი“ საკუთარ შეიარაღებას პალესტინის ეროვნულ კომიტეტს გადასცემს. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „მშვიდობის საბჭომ“ ღაზაში „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული ჯგუფების სრულ განიარაღებაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია.