ფრიდრიხ მერცი - მივესალმები ესპანეთის განზრახვას, არ დაუშვას არალეგალი მიგრანტების შესვლა ევროპის კონტინენტზე - Palitra News

ფრიდრიხ მერცი - მივესალმები ესპანეთის განზრახვას, არ დაუშვას არალეგალი მიგრანტების შესვლა ევროპის კონტინენტზე

2026-07-31 18:10:19+04:00

ესპანეთს სურს და სჭირდება, რომ სეუტაში არსებული სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად კონტროლს დაექვემდებაროს. ამიტომ, მივესალმები ესპანეთის განზრახვას, არ დაუშვას არალეგალი მიგრანტების შესვლა ევროპის კონტინენტზე, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისთვის უმნიშვნელოვანესია.

„აქვს მკაფიო მოლოდინი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეასრულებს ამ ვალდებულებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კონტაქტზე ვართ ესპანეთის მთავრობასთან“, - აცხადებს მერცი.

მისი თქმით, ელის, რომ მაროკო დაუყოვნებლივ მიიღებს არალეგალ მიგრანტებს.