როდის დაიწყება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატით“ მკურნალობა - Palitra News

როდის დაიწყება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატით“ მკურნალობა

2026-07-31 20:44:04+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატ „ჯივინოსტატის“ შესაძენად სახელმწიფომ იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამაში ჩართავს. პრეპარატი 6 წლიდან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი და გადაადგილების უნარის შენარჩუნებას ემსახურება. მინისტრის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ ერთი მედიკამენტის შემოტანაზეც და შეთანხმების შემთხვევაში საზოგადოება დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიიღებს.