საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი დიაზი დაინიშნა. ქართული ოცნების წევრები იმედოვნებენ, რომ ახალი დიპლომატი პოზიტიურ როლს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში. იმავეს ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე, ქართული ოცნების ოპონენტებს არ აქვთ იმედი, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიტვირთება. მათი თქმით, ვიდრე დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვები პასუხგაუცემელი იქნება, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ვერ მოხერხდება.