დედაქალაქში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. საავტომობილო მოძრაობა 23 ივლისიდან სრულად შეიზღუდა. მოქალაქეები დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვის გამო გამოწვეულ საცობებზე საუბრობენ. ურბანისტები და ავტოსაგზაო სფეროს წარმომადგენლები პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ და აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერიას შეეძლო შესაბამისი უწყებების დახმარებით საცობების კოლაფსი თავიდან აეცილებინა. რა გამოწვევებია დედაქალაქში რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პერიოდში? სოფო