დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა - Palitra News

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

2026-08-01 12:40:17+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიძენს. მინისტრის ინფორმაციით, მკურნალობის დაწყება სავარაუდოდ სექტემბრიდან იგეგმება. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო კიდევ ერთი მედიკამენტის შემოტანაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. პაციენტების მშობლები აცხადებენ, რომ აღნიშნული პრეპარატი „ჯივინოსტატისგან“ განსხვავებით, დიუშენის სინდრომის მქონე ყველა პაციენტისთვისაა განკუთვნილი.