სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული. შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო, სადაც გადაწყდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ბიზნესსაქმიანობიდან წილის სახით დიდი ოდენობით თანხას მიიღებდა, რასაც საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს გაუნაწილებდა, ხოლო დარჩენილ თანხას თავად მიისაკუთრებდა. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.