ესპანური მედია - სეუტამდე მიღწევის მცდელობისას 67 მიგრანტი დაიღუპა - Palitra News

ესპანური მედია - სეუტამდე მიღწევის მცდელობისას 67 მიგრანტი დაიღუპა

2026-08-01 13:18:24+04:00

სეუტამდე მიღწევის მცდელობისას 67 მიგრანტი დაიღუპა, - ინფორმაციას ესპანური გაზეთი El País-ი ავრცელებს.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სეუტას სანაპიროზე 67 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც მაროკოდან ანკლავში შეჭრას ცდილობდნენ.

ასევე, სამინისტროს ცნობით, შესაძლოა, დაღუპულები მაროკოს მხარესაც იყვნენ.

უწყების ინფორმაციით, სეუტაში 50000 მიგრანტი შეიჭრა, მათგან 48000 მაროკოში უკვე დააბრუნეს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში სეუტადან არცერთი არალეგალი მიგრანტი არ გადასულა.

„სეუტადან და მელილიიდან კონტინენტურ ნაწილში გადასვლა პოლიციის იდენტიფიკაციის გარეშე შეუძლებელია. შენგენის ზონის მთლიანობა აბსოლუტურად დაცულია. საკმარისია ეს მიზანმიმართული დაბნეულობა“, - აღნიშნა ალბარესმა.

ამასთან, El País-ის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ბრიუსელს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სეუტას კრიზისის მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ქცევასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა და ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის მოწვევა მოითხოვა.