„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის ემზადება - Palitra News

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის ემზადება

2026-08-01 15:37:06+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის ემზადება, ყრილობა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, 5 აგვისტოს გაიმართება. პარალელურად კი ოპოზიციურ სპექტრში კვლავ აქტუალურია სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანების საკითხი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, პარტიაში დაგეგმილი ცვლილებები შიდა განახლების პროცესია, თუმცა მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე არა ცალკეული პარტიების შიდა საკითხები, არამედ საერთო მიზნის გარშემო თანამშრომლობაა. მათი განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული გზა სამართლიანი არჩევნებია, რის გამოც აუცილებელია ოპოზიციურმა ძალებმა სწორედ ამ მოთხოვნის ირგვლივ შეძლონ გაერთიანება.