1-ელი აგვისტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მიხეილ ყაველაშვილმა. მათ სამსახურის პირად შემადგენლობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. სიტყვით გამოსვლისას გეკა გელაძემ ხაზი სამსახურის დაარსების ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა და განაცხადა, რომ ამ უწყებას უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რაც ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.