უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი ჩაიძირა - Palitra News

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი ჩაიძირა

2026-08-01 16:26:10+04:00

უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი ჩაიძირა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინამ შავ და აზოვის ზღვებში წარმატებული იერიშები მიიტანა.

„დარტყმა განხორციელდა სანქცირებულ რუსულ კონტეინერმზიდ Yanina-ზე, რომლის ტევადობაც 100000 ტონაზე მეტია. ჩვენი თავდაცვის ძალების სიზუსტის წყალობით, იგი ფსკერზე გაიგზავნა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა ბაშკირეთის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს.

„ასევე, დარტყმა განხორციელდა ბაშკირეთში მდებარე სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სამიზნეები საზღვრიდან 1600 კილომეტრშია. ეს ქარხნები ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნავთობს ამუშავებენ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.