რატომ არ ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ამ დრომდე სრულუფლებიანი ელჩი - Palitra News

რატომ არ ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ამ დრომდე სრულუფლებიანი ელჩი

2026-08-01 19:46:16+04:00

რატომ არ ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ამ დრომდე სრულუფლებიანი ელჩი და რა გავლენას მოახდენს ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე - საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ემი დიაზი, რომელიც ამიეირდან ელჩის მოვალეობას შეასრულებს, თბილისსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის გზავნილები საქართველოს ხელისუფლების მიმართ კვლავ კრიტიკულია და ურთიერთობების რეალური გადატვირთვა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.