„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, 5 აგვისტოს პარტიის ყრილობაზე გამოიკვეთება კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც პარტიას მომავალი 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებენ. მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში პარტია მოემზადება იმისთვის, რომ თავმჯდომარის არჩევნები და რეგიონული ლიდერების პრაიმერისი ჩაატაროს. ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე რეორგანიზაციის გარდა კვლავ აქტუალურია სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანების საკითხი.