რა პირობის დაკმაყოფილება მოუწევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს იმისთვის, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსება შეინარჩუნოს - Palitra News

რა პირობის დაკმაყოფილება მოუწევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს იმისთვის, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსება შეინარჩუნოს

2026-08-01 19:48:13+04:00

რა პირობის დაკმაყოფილება მოუწევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს იმისთვის, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსება შეინარჩუნოს - დღეს საკითხზე განმარტებები განათლების მინისტრმა გააკეთა. გივი მიქანაძე დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად, სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება დასჭირდება, მისი განმარტებით,საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების მოპოვებაზე. ანუ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსების მისაღებად თითოეულ საგანში მინიმუმ 51 ქულა უნდა მიიღოს, რაც სრულიად საკმარისია კრედიტის დასაფიქსირებლად. იმისთვის, რომ მესამე სემესტრში სტუდენტს 100%-იანი დაფინანსება შეუნარჩუნდეს მან დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80% უნდა დააგროვოს, სხვა შემთხვევაში სტუდენტს სწავლის მხოლოდ 50 პროცენტი დაუფინანსდება. საკითხს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც.