პეტერ მადიარი - უნგრეთი, 44 წლის შემდეგ პირველად, ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ ხურავს - Palitra News

პეტერ მადიარი - უნგრეთი, 44 წლის შემდეგ პირველად, ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ ხურავს

2026-08-02 13:04:53+04:00

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის, „პაკშის“ მუშაობა დღეს სრულად შეჩერდება დუნაიში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო.

მადიარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ატომური ელექტროსადგური 2 აგვისტოს მთლიანად გაითიშება - პირველად სადგურის 44-წლიანი არსებობის განმავლობაში.

„პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახურმა უნგრელებს მოუწოდა, უახლოეს მომავალში შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება, განსაკუთრებით საღამოს პიკის პერიოდში, საღამოს 17:00 საათიდან 22:00 საათამდე.