საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. უწყების ცნობით აღნიშნულის მიზანი მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხოლო დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ „112“-ს.