გადაიტვირთება თუ არა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის - საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის დანიშვნის შემდეგ?! ოპოზიციაში პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთირთობების განახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ქვეყანა დემოკრატიულ კურსს დაუბრუნდება, რისი მოლოდინი “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ოპოზიციას არ აქვს. მმართველ გუნდში ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობას გამოთქვამენ. სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებაზე პასუხისმგებლობას კი წინა ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციას აკისრებენ.