რუსებმა ზაპოროჟიეს მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით ორჯერ შეუტიეს - Palitra News

რუსებმა ზაპოროჟიეს მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით ორჯერ შეუტიეს

2026-08-03 09:15:53+04:00

რუსებმა ზაპოროჟიეს მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით ორჯერ შეუტიეს. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 71 წლის დაღუპული ქალის ცხედარი ამოიყვანეს. დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ზაპოროჟიეზე განხორციელებული ორი იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და არასაცხოვრებელი შენობები, მათ შორის, სასაწყობე ნაგებობები.