საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობისას ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა - Palitra News

საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობისას ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა

2026-08-03 09:17:40+04:00

საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობისას ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, - უცხოური გამოცემების ცნობით, დაღუპულები არიან დანიელი პილოტი და ბერძენი სახანძრო სამსახურის ოფიცერი. მეორე ვერტმფრენში მყოფი ბრიტანელი პილოტი და ბერძენი კოორდინატორი კი გადარჩნენ. ათენიდან დაახლოებით 65 კილომეტრში მომხდარი ავიაკატასტროფის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება ერთ-ერთი ვერტმფრენი მეორე ვერტმფრენის როტორს. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთ ვერტმფრენს ცეცხლი ეკიდება და ხევში ვარდება, ხოლო მეორე ავარიულ დაშვებას ახერხებს. ათენის დასავლეთით მასშტაბური ხანძრების გამო 10 ათასზე მეტი ჰექტარი ტყე და ათობით სახლი დაიწვა, რის გამოც ინდუსტრიული პარკიდან და რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ექსტრემალურ პირობებში ცდილობენ.