ბელგოროდის უნივერსიტეტში დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა - Palitra News

ბელგოროდის უნივერსიტეტში დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

2026-08-03 10:14:21+04:00

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივ უნივერსიტეტში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი ASTRA ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ბელგოროდის შუხოვის სახელობის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (БГТУ) გაჩნდა. უნივერსიტეტში უპილოტო საფრენ აპარატების აწყობა და დატესტვა ხდებოდა.

БГТУ-მა შეიმუშავა დრონების მართვის ავტომატიზირებული სისტემა Milandr მიკროპროცესორზე დაყრდნობით. უნივერსიტეტში ამტკიცებენ, რომ მისი გამოყენება დაგეგმილი იყო „სამოქალაქო მიზნებისთვის“, კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზების, გათბობის ქსელების მონიტორინგისა და აეროფოტოგრაფირებისთვის.