„ნაციონალურ მოძრაობაში“ ყრილობის ლეგიტიმურობაზე დავა გრძელდება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ყრილობის ლეგიტიმურობაზე დავა გრძელდება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-08-03 12:24:12+04:00

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 5 აგვისტოს პარტიის ყრილობას გამართავს, სადაც პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ყრილობის მოახლოების პარალელურად პარტიაში შიდა დაპირისპირება გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დაგეგმილი ყრილობა, რომელსაც მასთან ერთად 90 წევრი ადგილზე არ ესწრებოდა უფლებამოსილად ვერ ჩაითვლება და 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე პასუხისმგებელი პირები "ქართული ოცნების" მსგავსად იაფფასიან მანიპულაციას მიმართავენ. ბოკუჩავას კრიტიკა მიუღებელია მისი თანაპარტიელელებისთვის. მათი თქმით, სამწუხაროა, რომ მოქმედმა თავმჯომარემ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის გზა აირჩია. "ნაციონალურ მოძრაობაში' მიმდინარე დაპირისპურევა არ უკვირს ხელისუფლებაში.