სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი - Palitra News

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

2026-08-03 12:26:24+04:00

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, ისინი შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ერთ კილოგრამამდე კოკაინი, 5 კილოგრამი „მარიხუანა“, 5 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“, „ჰაშიში“, 520 ფირფიტა „ლიზერ გიდი“ და 23 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.