"ნაციონალური მოძრაობის" შიგნით უთანხმოებაა. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ 30 ივლისს გამართული პოლიტიკური საბჭო, კვორუმის არარსებობის გამო, არ იყო უფლებამოსილი გაემართა სხდომა და გადაწყვეტილებები მიეღო. თანაპარტიელები ბოკუჩავას დესტრუქციაში ადანაშაულებენ. უფრო მეტიც ამბობენ, რომ ასეთი განცხადებებით ბოკუჩავა არა თუ უმცირესობაში, არამედ სრულიად მარტოა. ექსპრეზიდენტის პარტიაში სიახლეების შესახებაც საუბრობენ. როგორც ითქვა ცვცლილებები პარტიის თავმჯდომარის და გენერალური მდივნის არჩევის წესსაც შეეხება.