ხელისუფლება ეროვნული იდენტობის დაცვის მიმართულებით კანონმდებლობის მოწესრიგებას გეგმავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ხელისუფლება ეროვნული იდენტობის დაცვის მიმართულებით კანონმდებლობის მოწესრიგებას გეგმავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-08-03 15:32:41+04:00

ქართული იდენტობის, ეროვნულ ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად შესაძლოა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნას. "ქართული ოცნება" ამ მიმართულებით კანონის მიწესრიგებას აანონსებს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის მსგავსად აუცილებლად უნდა დაუპირისპირდნენ გარე ძალების მიერ ორგანიზებულ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ეროვნული ინდენტობის შელახვისკენ. "ქართული ოცნების" ამ პოზიციას წინ უძღოდა ახალი საინიციატივო ჯგუფის დაფუძნება, რომელიც ქართული იდენტობის, ეროვნულ ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ითხოვს. მანამდე კი, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მოძრაობა, რომელიც მისი განმარტებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით შეიქმნა“. რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს საკითხს?