პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო „ლელო - ძლიერი საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მთავრობის დაპირებების მიუხედავად, სასურსათო პროდუქცია და საწვავი კვლავ ძვირდება.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის შეფასებით, ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების განცხადებები ფასების შემცირების შესახებ რეალობას არ შეესაბამებოდა. მისივე ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, მნიშვნელოვნად გაძვირდა საწვავი, ხორცი, თევზეული, პური, ზეთი და სხვა პროდუქტები. ოპოზიცია გამოსავლად საწვავზე აქციზის შემცირებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირებას მიიჩნევს. მათივე შეფასებით, ეს ნაბიჯები თქმით, საქსტატის მონაცემებით, მოქალაქეებზე გაზრდილ ფინანსურ ტვირთს შეამსუბუქებს.