შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ ღვარცოფს 33 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი არასრულწლოვნის ცხედარს კი დღემდე ვერ მიაგნეს. სტიქიის ზონიდან შვეულმფრენით 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ტრაგედიის შეფასებასთან დაკავშირებით პოლიტიკური დაპირისპირება კვლავ კი გრძელდება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ გამოძიებამ არსებულ კითხვებს ბოლომდე ვერ უპასუხა და საქმე შესაძლოა არასწორი მიმართულებით წარიმართა. მმართველი გუნდი ამ ბრალდებებს უარყოფს - „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ყველა შესაძლო რესურსი გამოიყენა.