საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების პერსპექტივა კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი დიაზის დანიშვნის შემდეგ, ხელისუფლება და ოპოზიცია მოვლენებს განსხვავებულად აფასებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი საქართველო დემოკრატიულ კურსს დაუბრუნდება. მათივე შეფასებით, არსებული ხელისუფლების პირობებში ამის მოლოდინი არ არსებობს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი აქვთ და ურთიერთობების განახლებისთვის მზად არიან. ამასთან, ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე პასუხისმგებლობას აშშ-ის წინა ადმინისტრაციას აკისრებს.