ირანში ჯაშუშობისა და ისრაელთან თანამშრომლობის ბრალდებით ორი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს - Palitra News

ირანში ჯაშუშობისა და ისრაელთან თანამშრომლობის ბრალდებით ორი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს

2026-08-03 20:57:52+04:00

ირანში ორი მოქალაქე ჯაშუშობისა და ისრაელთან თანამშრომლობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ომიდ ბეჰზადსა და პურია საფვატს ბრალად ედებოდათ ისრაელისთვის სამხედრო და უსაფრთხოების ობიექტების კოორდინატების, ფოტომასალისა და სხვა ინფორმაციის გადაცემა. საქმე ეხება როგორც გასული წლის ზაფხულში, ისე მიმდინარე კონფლიქტის პერიოდს. გასული წლის 12-დღიანი ომი ისრაელის სამხედრო ოპერაციით დაიწყო, რომელსაც მოგვიანებით შეერთებული შტატებიც შეუერთდა და საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება კი თებერვლის ბოლოს, ირანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე განახლდა.