„ქართული ოცნება“ ქართული იდენტობის, ეროვნული ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დაცვის მიზნით ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას გეგმავს. ხელისუფლების განცხადებით, სიძულვილის ენასთან ერთად, სამართლებრივი რეაგირება უნდა გავრცელდეს იმ ქმედებებზეც, რომლებიც, მათივე შეფასებით, უცხოური გავლენით ეროვნული იდენტობის დაზიანებას ემსახურება. მანამდე შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზნად ქართული ტრადიციების, ღირებულებებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვა დასახელდა.