ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა

2026-08-03 21:19:16+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა , - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინას აშშ-ში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

მანამდე, მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ სტეფანიშინამ თანამდებობიდან წასვლა პირადი გარემოებების გამო მოითხოვა.

მოგვიანებით უკრაინული მედია წერდა, რომ ზელენსკიმ აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს შესთავაზა, თუმცა იგი პრეზიდენტის წინადადებას არ დათანხმდა.