2 დღე პარტიულ ყრილობამდე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 30 ივლისს გამართული პოლიტსაბჭოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო არალეგიტიმური იყო და იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს სამართლებრივი ძალა არ აქვს. ბოკუჩავას პოზიციას პარტიის სხვა ლიდერები არ იზიარებენ. მათი შეფასებით, დაპირისპირების მიზეზი თავად პარტიის თავმჯდომარის მოქმედებებია და ის ამ პროცესში იზოლაციაში აღმოჩნდა. მმართველ გუნდში კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მრავალწლიანი პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად აფასებენ და აცხადებენ, რომ პარტიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ნაწილად. პარტიის ყრილობა ხვალ გაიმართება. დაანონსებულია სპეციალური საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც პარტიას გარდამავლ პერიოდში მართავს.