მიიღებს თუ არა “ქართული ოცნება” სიწმინდეების, ქართული იდენტობის, ეროვნული ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დაცვის მიზნით ახალ საკანონმდებლო პაკეტს - Palitra News

მიიღებს თუ არა “ქართული ოცნება” სიწმინდეების, ქართული იდენტობის, ეროვნული ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დაცვის მიზნით ახალ საკანონმდებლო პაკეტს

2026-08-04 10:14:54+04:00

მიიღებს თუ არა “ქართული ოცნება” სიწმინდეების, ქართული იდენტობის, ეროვნული ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დაცვის მიზნით ახალ საკანონმდებლო პაკეტს - საკითხზე მმართველ პარტიაში მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე საჭიროების შემთხვევაში კანონის მიღებასაც არ გამორიცხავს. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ სიძულვილის ენასთან ერთად, სამართლებრივი რეაგირება უნდა გავრცელდეს იმ ქმედებებზეც, რომლებიც, მათივე შეფასებით, უცხოური გავლენით ეროვნული იდენტობის დაზიანებას ემსახურება. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში, სადაც ფიქრობენ რომ ქართული ოცნება განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს. გასულ კვირას უკვე დაფუძნდა საინიციატივო ჯგუფები, რომელიც ქართული ტრადიციების, ღირებულებებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას ისახავს მიზნად.