„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს - მისი განცხადებით, დღეს ხელისუფლება ისეთი სუსტია, როგორც აქამდე არასდროს. ხაბეიშვილი მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების დაძლევა მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებით არის შესაძლებელი. ხაბეიშვილი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის პოსტზე მამუკა მდინარაძის წარდგენის საკითხსაც ეხება და მმართველ გუნდში „შიდა დაპირისპირებასა და ფინანსურ ინტერესებზე“ საუბრობს.