ეს ირანისთვის ბოლო შანსია, რომ კარგი დოკუმენტი გააფორმონ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები „ახლაც მიმდინარეობს“. ტრამპი აღნიშნავს რომ ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად ორპირია, რადგან ჯერ შეხვედრების გამართვას ითხოვენ, ამავედროს კი ამისთვის არაფერს აკეთებენ. ტრამპი აღნიშნავს რომ „ირანამდე ვერაფერი მივა, თუ შეთანხმების ან სრული კაპიტულაციის მიღწევა არ მოხდება. ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება!“, - აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.