18 სექტემბერს თბილისში ფესტივალი „სამოსი სამშობლო 2026“ გაიხსნება. ეს პროექტის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი ემიგრანტები თავიანთი ნამუშევრების წარსადგენად სამშობლოში შეიკრიბებიან. მონაწილეები სამშობლოს თემატიკაზე შექმნილ სამოსს ჟიურის გააცნობენ და სიმბოლურ პრიზებსაც მიიღებენ. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფესტივალი 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.