შავ ზღვაში, თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საზღვაო საქმეთა სამმართველოს განცხადებით, სატვირთო გემ „ნადეჟდაზე“ დრონებით იერიში ნოვოროსიისკის მახლობლად განხორციელდა.
დრონებით იერიშის შემდეგ გემზე ხანძარი გაჩნდა.
კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი ნოვოროსიისკიდან სამსუნის პორტში მიცურავდა.
გემის ეკიპაჟის 22 წევრის ევაკუაცია ნოვოროსიისკის პორტში განხორციელდა.