მასუდ პეზეშკიანი - ირანი ომის გაგრძელებას ან გაფართოებას არ ცდილობს - Palitra News

მასუდ პეზეშკიანი - ირანი ომის გაგრძელებას ან გაფართოებას არ ცდილობს

2026-08-04 11:12:24+04:00

ირანი დაიცავს თავის ტერიტორიას, მაგრამ ომის გაგრძელებისა და გაფართოებისკენ არ მიისწრაფვის, - Iran International-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.

„კონფლიქტი, იქნება ეს სამეზობლოში, ქალაქში, ქვეყანაში თუ ქვეყნებს შორის, არის დაავადება, რომელიც გაჩნდა. დავიცავთ ჩვენს საზღვრებს, მაგრამ არ ვცდილობთ ომის გაფართოებას ან გაგრძელებას“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

მან ეროვნული უსაფრთხოება შიდა ერთიანობას დაუკავშირა და განაცხადა, რომ შიდა უთანხმოებების მოგვარება ხელს შეუწყობს გარე ჩარევის თავიდან აცილებას.

„ამ პირობებში უნდა ვიმუშაოთ ჯანსაღი საზოგადოების შესაქმნელად, რათა მტერს არ გაუჩნდეს ცდუნება, შემოაღწიოს მასში, დაარღვიოს ჩვენი საზოგადოების ერთიანობა და გაანადგუროს იგი“, - განაცხადა მასუდ პეზეშკიანმა.