მედია - რუსეთი უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 136 დრონით დაესხა თავს - Palitra News

მედია - რუსეთი უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 136 დრონით დაესხა თავს

2026-08-04 11:20:55+04:00

რუსეთი უკრაინას წუხელ „ისკანდერ-M’’ ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 136 დრონით დაესხა თავს, უკრაინელებმა 117 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს, -ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 117 დრონი ჩამოაგდეს, თუმცა რაკეტისა და 14 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმები 14 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

უკრაინის საჰაერო ძალები მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ შეტევა კვლავ გრძელდება, რადგან რუსული დრონები უკრაინის საჰაერო სივრცეში რჩებიან.