დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინდა - Palitra News

დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინდა

2026-08-04 12:57:34+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სოფელ ოძისის მიმდებარედ, მდინარე ქსანზე გამოვლინდა. მოქალაქეები თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდნენ. ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და მსალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.