გურიის რეგიონში ტყის აღდგენა-გაშენების მიმდინარე და დასრულებული პროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს - Palitra News

გურიის რეგიონში ტყის აღდგენა-გაშენების მიმდინარე და დასრულებული პროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

2026-08-04 12:58:26+04:00

გურიის რეგიონში ტყის აღდგენა-გაშენების მიმდინარე და დასრულებული პროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე, გურიაში ტყის აღდგენის პროცესი, ჯამში, 702 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. გასულ წლებში რეგიონში სხვადასხვა სახეობის 15 000-მდე ნერგი დაირგო, მათ შორის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობები. ტყეების აღდგენა, განსაკუთრებით კი დეგრადირებული ტყეების რეაბილიტაცია, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს 2036 წლამდე სამიზნედ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 52 000 ჰექტარი ტყის აღდგენა აქვს განსაზღვრული.