შავ ზღვაში, თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - Palitra News

შავ ზღვაში, თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

2026-08-04 13:01:23+04:00

შავ ზღვაში, თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის საზღვაო საქმეთა სამმართველოს განცხადებით, სატვირთო გემ „ნადეჟდაზე“ დრონებით იერიში ნოვოროსიისკის მახლობლად განხორციელდა. დრონებით იერიშის შემდეგ გემზე ხანძარი გაჩნდა. კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი ნოვოროსიისკიდან სამსუნის პორტში მიცურავდა. გემის ეკიპაჟის 22 წევრის ევაკუაცია ნოვოროსიისკის პორტში განხორციელდა.