პრემიერის "ფეისბუქპოსტი"- რას ამბობს კობახიძე რუსეთთან დამოკიდებულებაზე - Palitra News

პრემიერის "ფეისბუქპოსტი"- რას ამბობს კობახიძე რუსეთთან დამოკიდებულებაზე

2026-08-04 13:02:49+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაზე საუბრობს და კითხულობს, რატომ გახდა ანტირუსული რიტორიკა განსაკუთრებით მწვავე 2022 წლის შემდეგ და არა 2008 წლის ომის პერიოდში. ირაკლი კობახიძის თქმით, მოსკოვის მიმართ ისეთი მკაცრი რიტორიკა, როგორიც დღეს არსებობს, აგვისტოს ომის პერიოდშიც არ ყოფილა. კობახიძე ამბობს, რომ ეს აჩენს კითხვას, რატომ შეიცვალა დამოკიდებულება მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო.